14 აპრილს პარლამენტს "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი რეჟიმის გასამართლების მოთხოვნით მივმართავთ - ნანა კაკაბაძე

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 19:32

14 აპრილს პარლამენტს მივმართავთ, შეაფასოს "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიანი რეჟიმის მორალური და იურიდიული საქმიანობა, - განუცხადა "ჯეონიუსს" უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ.

როგორც ნანა კაკაბაძემ განაცხადა, 14 აპრილის ყრილობას ყველა ის ადამიანი დაესწრება, ვინც წინა მთავრობის 9-წლიანი მმართველობის შედეგად თავს დაზარალებულად თვლის და ყრილობის მონაწილეები "სამართლიანობის აღდგენისა და რეჟიმის გასამართლების" მოთხოვნას დააყენებენ.

კაკაბაძის განცხადებით, 14 აპრილს სპორტის სასახლეში დაგეგმილი აქცია 19 აპრილს "ნაციონალური მოძრაობის" აქციას არანაირად არ უკავშირდება. მისივე განმარტებით, აქციას ძირითადად ყოფილი პოლიტპატიმრები და ყოფილი ბიზნესმენები დააფინანსებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46