სახალხო დამცველი „უფლებადამცველების დღეებში“ მიიღებს მონაწილეობას

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 18:43

საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი 2-დან 5 აპრილის ჩათვლით შვედეთში, ქ. სტოკჰოლმში „უფლებადამცველთა დღეების" გახსნას დაესწრება. უფლებადამცველთა დღეების" მუშაობაში ცნობილი უფლებადამცველები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის გაეროს სპეციალური მომხსენებელი შეკრების და გაერთიანების საკითხებზე მაინა კიაი,  გაეროს სპეციალური მომხსენებელი უფლებადამცველების შესახებ მარგარეტ სეკაგუა, შვედეთის იუსტიციის მინისტრი ბეატრის ასკ კარლ გერნენი, დემოკრატიის მხარდამჭერი ნაციონალური ფონდის (NED) პრეზიდენტი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის, Freedom House -ის, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები.

5-6 აპრილს, საქართველოს სახალხო დამცველი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელს, ომბუდსმენს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრებზე სახალხო დამცველის ოფისის განვითარებაში სკანდინავიის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებასა და ადამიანის უფლებათა საკითხების შესახებ ისაუბრებენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45