მარინა მიზანდარს რაბათის ციხესთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადება სასაცილოდ მიაჩნია

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 18:44

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეს მარინა მიზანდარს საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის მიერ გავრცელებული განცხადება რაბათის ციხესთან დაკავშირებით სასაცილოდ მიაჩნია.

"ბრალდება, რომელიც პრეზიდენტის პრესსპიკერის მხრიდან გაისმა, ოდნავ სასაცილოდაც ჩანს. ჩვენ არა თუ რაღაცას ვანგრევთ, არამედ იმ ხარვებეზებს ვასწორებთ, რომელთა ასე დატოვება დაუშვებელი იქნება კულტურული დაცვის მეთოდოლოგიიის გათვალისწინებით, რადგან არსებობს ძეგლთა დაცვითი მეთოდოლოგია, რესტავრაციის ძალიან მკაცრი ნორმები და სტანდარტები, რომლებიც დაცული უნდა იყოს. სწორედ ეს ნორმები და მეთოდოლოგია იქნა დარღვეული, რადგან სამუშაოები ჩატარდა სწრაფად, დაუფიქრებლად, არათანმიმდევრულად. ამიტომ ახმედიეს მეჩეთზე ნაცვლად ტყვიისფერისა, რომელიც იყო პირვანდელი ფერი გუმბათისა, განჩდა ოქროსფერი, სრულიად მიუღებელი, ამიტომ თურქეთის მხარეს შენიშვნები ჰქონდა ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ნაწილი გავითვალისწინეთ და ჩავრთეთ ხელშეკრულების ტექსტში“, - განაცხადა მიზანდარმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციის თაობაზე საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალებს გაასაჯაროვა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.69
  • 3.11
  • 3.55
  • 0.04
  • 0.46
  • 1.58