თორნიკე შურღულაია ხელისუფლებას სპეციალური გაერთიანებული კომიტეტის შექმნას სთავაზობს

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 18:11

ისტორიის დოქტორი თორნიკე შურღულაია ხელისუფლებას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, ეროვნული უშიშროების საბჭოს ნაცვლად, სპეციალური გაერთიანებული კომიტეტის შექმნას სთავაზობს.

 

 

როგორც "ჯეონიუსს" დოქტორმა განუცხადა, აუცილებელია ეროვნული უშიშროების საბჭოს ნაცვლად, 21-ე საუკუნის გამოწვევების და საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტურად მებრძოლი, მუდმივი მზადყოფნის რეჟიმში მოქმედი პროგნოზირების და პრევენციული ღონისძიებების ეფექტურად გამტარებელი სტრუქტურის „სპეციალური გაერთიანებული კომიტეტის“ შექმნა.

„ვფიქრობ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო ფაქტიურად უფუნქციო და სუსტი რგოლია, მან ამოწურა თავისი რესურსი და მართლაც მხოლოდ ფორმალური სტატუსითღა შემოიფარგლება. სპეციალური გაერთიანებული კომიტეტი საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში უნდა შევიდეს. სპეციალური კომიტეტი კოორდინირებას გაუწევს ძალოვანი სტრუქტურების საქმიანობას. სპეციალური გაერთიანებული კომიტეტი მინისტრთა კაბინეტის ქვედანაყოფი იქნება და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის კონტროლის ქვეშ უნდა მოექცეს, სპეციალურ გაერთიანებულ კომიტეტს უხელმძღვანელებს დირექტორი, რომლის აპარატში შევა შეფასებების სამმართველო. შეფასებების სამმართველო დაკომპლექტდება კვალიფიციური ანალიტიკოსებით, რომლებიც კვლევებს ჩაატარებენ სპეციალური კომიტეტის მიერ დასმულ კონკრეტულ და ქვეყნისთვის სასიცოცხლო სფეროსა და საკითხებზე.

განსაკუთრებულ შემთხვევებში სპეციალური გაერთიანებული კომიტეტი შექმნის საგანგებო შტაბს, რომელშიც შევლენ საქართველოს ძალოვანი მინისტრები და სპეცსამსახურების დირექტორები, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და პრემიერის მრჩევლები საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში.

სპეციალური გაერთიანებული კომიტეტის ფუნქციებია:

● პრემიერის და მინისტრთა კაბინეტის კონსულტირება დაზვერვის, კონტრდაზვერვის, ინფორმაციის მოპოვების, ანალიზისა და ეროვნული პრიორიტეტების ჩამოყალიბების სფეროში

● სპეცსამსახურებს შორის სტრატეგიული ინფორმაციის დროულად გაცვლის და პროდუქტიული თანამშრომლობის კოორდინირება

● სახელმწიფო აპარატისა და ქვეყნის სასიცოცხლო რგოლებთან დაკავშირებული პირების კომპლექსური შემოწმება

სპეციალური გაერთიანებული კომიტეტის ძირითადი პრიორიტეტები იქნება:

● საქართველოს ტერიტორიის, მოქალაქეების, ეროვნული საკუთრების და ფასეულობების დაცვა ტერორიზმის, შპიონაჟის, ორგანიზებული დანაშაულებრივი სინდიკატებისა და სხვა გლობალური საფრთხეებისაგან საქართველოს ეროვნული თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკური კურსის დაცვა და მხარდაჭერა

● საქართველოს ეკონომიკური აღმავლობის მხარდაჭერა და ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა

● განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებების აღკვეთის მიზნით პრევენციული ეფექტური ღონისძიებების გატარება

● უცხოეთის სპეცსამსახურებთან ოპერატიული და კოორდინირებული თანამშრომლობის წარმოება“ - განაცხადა შურღულაიამ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.72
  • 1.45