საქართველოს სამ ქალაქში სასკოლო ხელბურთში სემინარები ჩატარდება

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 18:00

საერთაშორისო ექსპერტის ხელბურთში, პრაღის უნივერსიტეტის პროფესორის ფრანტიშეკ ტაბორსკის ხელმძღვანელობით საქართველოს რამდენიმე ქალაქში საჯარო სკოლების სპორტის მასწავლებლებისათვის სემინარები ჩატარდება.

 ჩეხ ექსპერტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ და მომავალი სამეცნიერო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

სემინარები ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის განვითარების პროგრამის “სასკოლო ხელბურთი” ფარგლებში საქართველოს სამ ქალაქში: ქუთაისი (3-5 აპრილი), ყვარელი (7-9 აპრილი) და თბილისი (10-12 აპრილი) ჩატარდება.

მონაწილე პედაგოგებს ჩაუტარდებათ როგორც თეორიული ასევე, პრაქტიკული კურსი და სემინარის ბოლოს მათ სერტიფიკატები გადაეცემათ.

ხელბურთი, როგორც ოლიმპიური გუნდური თამაში, მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული სახეობა. მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან საქართველოში ხელბურთის დიდი ტრადიციები არსებობს. საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაცია აქტიურადაა ჩაბმული ევროპისა და საერთაშორისო ფედერაციების განვითარების პროგრამებში, რომელთა მიზანია ხელბურთის, როგორც სათამაშო სპორტის სახეობის დანერგვა და მისი პოპულარიზაცია. დღეისათვის ჩვენი ქვეყნის მრავალ საჯარო სკოლაში ხელბურთი სპორტის გაკვეთილის ძირითადი საგანია.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5