პრობაციონერთა დასაქმების პროგრამა 1 მაისიდან დაიწყება

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 17:57

გურიის პრობაციის ბიუროს უფროსმა იოსებ წიკლაურმა და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის“ ხელმძღვანელმა თამარ ღლონტმა ოზურგეთში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრობაციონერთა დასაქმების საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც 1 მაისიდან „გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში“ დაიწყება.

დასაქმების პროგრამა მოიცავს ერთთვიან სასწავლო კურსს პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების საკითხებზე, აგრეთვე სტაჟირებას და უშუალო დასაქმებას სხვადასხვა დაწესებულებებში; მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა კი ითვალისწინებს მცირე ბიზნესის მართვის ორთვიან კურსს და მიკრო-გრანტების პროგრამას ბიზნესის დაწყების მსურველი პრობაციონერებისთვის.

თითოეული პროგრამა გათვლილია 30 პირობით მსჯავრდებულზე. მასში მონაწილეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, მათ შორის სასწავლო მასალების და ტრანსპორტირების, პროგრამის მიერ იფარება.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა პრობაციონერებმა 4 აპრილიდან 20 აპრილამდე რეგისტრაცია უნდა გაიარონ გურიის პრობაციის ბიუროში ან „გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში“.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: Invalid argument supplied for foreach()

Filename: vote/list.php

Line Number: 3

  • 2.49
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46
  • A PHP Error was encountered

    Severity: Notice

    Message: Undefined variable: data

    Filename: models/vote_model.php

    Line Number: 34

    ვალუტა

  • პოლიტიკა
  • კულტურა
  • სამართალი
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • მეცნიერება
  • ანალიტიკა
  • თავდაცვა
  • კონფლიქტები
  • ჯანდაცვა
  • განათლება
  • თბილისი
  • რეგიონები
  • უცხოეთის სიახლეები
  • ტექნოლოგიები
  • საინტერესო
  • ეკონომიკა
  • პრესკლუბი
  • სოციალური ქსელი