თემურ შერგელაშვილი მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 17:52

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები გააცნო და აღნიშნული სტრატეგიის მიმართულებები მათთან ერთად განიხილა.

რეფორმის შედეგად, ჩამოყალიბდება ორდონიანი - მუნიციპალური და რეგიონული თვითმმართველობა, რაც მოსახლეობას საკუთარ თვითმმართველობებთან დააახლოებს და გაზრდის მათი ჩართულობის დონეს საკუთარი ქალაქისა თუ მუნიციპალიტეტის საჭიროებების გადაწყვეტის პროცესში. გარდა ამისა, 3 500 სოფელში შეიქმნება საზოგადოებრივი თვიმმართველობის საბჭოები.

მნიშვნელოვანი სიახლე იქნება ისიც, რომ რეფორმის შედეგად, გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა, ხოლო სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც მოხდება მუნიციპალიტეტების ფორმირება. მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ მუნიციპალიტეტებისა და ქალაქების მმართველი რგოლები არჩევითი იქნება. ასევე, დაინერგება სამხარეო თვითმმართველობის ძირითადი ელემენტები, რაც გულისხმობს მხარეების დონეზე წარმომადგენლობითი ორგანოს შექმნას, ცალკეული ექსკლუზიური უფლებამოსილებების მინიჭებას და დამოუკიდებელ ბიუჯეტს. ყველა მუნიციპალურ თვითმმართველ ერთეულს და მხარეს ექნება საკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტი. ხოლო საგადასახადო შემოსავლების გამიჯვნისას კანონმდებლობით გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი, ზიარი და საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები.  

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.67
  • 3.15
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.57