თბილისის მერი გიგი უგულავა უკრაინის რესპუბლიკის ნიკოლაევის ოლქის დელეგაციას შეხვდა

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 17:46

თბილისში ოფიციალური ვიზიტით უკრაინის რესპუბლიკის ნიკოლაევის ოლქის დელეგაცია იმყოფება. მათი სტუმრობის მთავარი მიზანია გაეცნონ საქართველოში განხორციელებულ და მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ და ინსტიტუციურ რეფორმებს და გაიზიარონ თბილისის გამოცდილება მუნიციპალურ სერვისებთან დაკავშირებით.

დელეგაციის წევრები, რომელთაც ნიკოლაევის ოლქის საბჭოს თავმჯდომარე იგორ დიატლოვი ხელმძღვანელობს, დღეს თბილისის მერს გიგი უგულავას და მერიის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში ნიკოლაევის ოლქში შემავალი ქალაქ იუჟნოუკრაინსკის მერი, ნიკოლაევის ოლქის საბჭოს დეპუტატები და ოლქში მოღვაწე ბიზნესმენები შედიან.შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის მერიის პროექტებზე, ორ ქალაქს შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5