სამი პროფესია, რომელიც საშინლად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 17:29

სპეციალისტებმა დაასახელეს ქალის ის სამი ყველაზე მავნე პროფესია, რომელიც სუსტი სქესის წარმომადგენლების ჯანმრთელობას ყველაზე მეტ ზიანს აყენებს. ქალისთვის ყველაზე საშიშ პროფესიებში პირველ ადგილზეა მასწავლებელი. ამ დროს, პირველ რიგში, ზიანდება ხმის იოგები, ხოლო პედაგოგების ყველაზე გავრცელებულ დაავადებად ანგინა ითვლება.

მეორე ადგილს იკავებს პროფესია – მაღაზიის კონსულტანტი. მათ მთელი დღე უწევთ ფეხზე დგომა, საღამოსთვის კი ფეხები შუპდება და ჩნდება სიმძიმის შეგრძნება. ეს ყველაფერი უკვალოდ არ ჩაივლის და შედეგად, შესაძლოა, თავი იჩინოს ისეთმა სერიოზულმა დაავადებამ, როგორიც არის – ვარიკოზი.

როცა მთელი დღე ფეხზე დგახარ, კუნთები იჭიმება და ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას. თავდაპირველად ფეხებზე ჩნდება ცელულიტი და ლურჯი "ბადე", რასაც შემდეგ ვენების ვარიკოზულ გაგანიერებამდე მივყავართ.

მესამე ადგილს საშიშ პროფესიებში იკავებს ბორტგამცილებელი. მათ ყველაზე მეტი პრობლემა უჩნდებათ ფეხმძიმობის დროს.

ექიმები ორსულობის პირველ ტრიმესტრში თვითმფრინავით მგზავრობას ქალებს არ ურჩევენ, ბორტგამცილებლებს კი გამუდმებით უწევთ ფრენა. ამ გადატვირთული გრაფიკის გამო ორსულობა მძიმე ფორმებში მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61