ნოდარ ხადური ქვეყნის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პრეზენტაციას დაეწრო

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 17:11

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სასტუმროში „შერატონ მეტეხი პალასში" ქვეყნის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის შესახებ პრეზენტაციას დაესწრო, რომელიც დონორი საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისთვის გაიმართა.

შეხვედრაზე დონორებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენელთა გამოთქმულ რეკომენდაციებსა და წინადადებებზე იმსჯელეს.

„შედგა მნიშვნელოვანი შეხვედრა. დონორ და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს გავაცანით ჩვენი მოსაზრებები ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, მათთან კოორდინაციით შემუშავდება მნიშვნელოვანი დოკუმენტი. ჩვენმა პარტნიორებმა გამოთქვეს სრული მზადყოფნა, მხარი დაუჭირონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს მთავრობას აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებაში. მათთან გვქონდა თხოვნა, რომ სათანადო მასალების მოძიებასა და მსოფლიოს გამოცდილების გაზიარებაში დაგვეხმარონ, რათა ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი ადეკვატური იყოს. შევთანხმდით, რომ მსგავსი შეხვედრები დონორებთან და საფინანსო ინსტიტუტებთან კიდევ გაიმართება, რათა მოხდეს ინფორმაციების გაცვლა. პარალელურად, გაგრძელდება საჯარო განხილვები სტრატეგიული დოკუმენტის გარშემო“, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემუშავებისათვის საჯარო შეხვედრებს განაგრძობს. საჯარო განხილვების მიზანია, სამოქალაქო სექტორისა და ექსპერტების განხილვის პროცესში ჩართულობის უზრუნველყოფა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.72
  • 1.45