შსს ადასტურებს, რომ ვალერიან თელიას მართვის მოწმობა არ აქვს

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 17:21

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსს ვალერიან თელიას მართვის მოწმობა არ აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განმარტა, თუ რატომ მართავდა მანქანას თელია მოწმობის გარეშე.

"როგორც მოგეხსენებათ, იმ დღეს გაიხსნა ტრეფიკინგის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც რამდენიმე წელია აჭარაში არ გახსნილა. ეს არის საერთაშორისო დონის დანაშაული და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამ საქმეზე წასულიყო. სწორედ ამით იყო განპირობებული, რომ ის საჭეს თავად მართავდა.  საპატრულო ეკიპაჟმა, იგი ამის გამო დააჯარიმა", - განაცხადა გიორგობიანმა და დასძინა, რომ თელიას აქამდე მძღოლი ემსახურებოდა და ის უახლოეს მომავალში აპირებს მართვის მოწმობის აღებას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46