დავით უსუფაშვილი გარემოს დაცვის მინისტრს ხათუნა გოგალაძეს შეხვედრა

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 16:42

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გარემოს დაცვის მინისტრს ხათუნა გოგალაძეს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციას და მის ინსტიტუციონალურ გაძლიერებას შეეხო, რომელიც ძალაში სავარაუდოდ მაისის თვეში შევა.

 „ერთი კვირის წინ პარლამენტმა დაასრულა კანონპროექტთა პაკეტზე მუშაობა, რომელიც გარემოს დაცვის სფეროში ახალი ხელისუფლების მიერ წამოწყებულ რეფორმებს ასახავს. ამ პროექტების განხილვას პარლამენტმა, სამინისტროსთან ერთად, სერიოზული დრო და ენერგია დაუთმო. დღეს მინისტრთან ერთად შევაჯამეთ ეს სამუშაოები და შევთანხმდით, რომ ამ სფეროში ძალიან ბევრია ჯერ ისევ გასაკეთებელი. მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაცვის სფერო ერთ-ერთი ხშირად განხილვადი თემაა, დღემდე უამრავი საკითხი მოსაგვარებელი და გადასაწყვეტია. მოხარული ვარ, რომ ქალბატონი მინისტრი ენთუზიაზმით არის განწყობილი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარესთან, გიორგი ცაგარეიშვილთან ერთად მუშაობის მუდმივ რეჟიმშია ჩართული“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ცაგარეიშვილი და გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო შარაშიძე დაესწრო.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45