ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გაზვიადებულად მიიჩნევს

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 14:13

შინაგან საქმეთა მინიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თანამშრომლებსა და აჭარის მთავარი სამმართველოს უფროს შორის მომხდარი ინციდენტი გაზვიადებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.

მინისტრის თქმით,  ადგილი ჰქონდა მათ შორის სიტყვიერ შეურაცხყოფას,  თუმცა ყველაფერი შეიძლება უკეთესადაც ყოფილიყო.

"ვალერიან თელიას აქვს მუნდირის ღირსების განცდა და ვალდებული იყო დაეცვა საკუთარი მუნდირი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, მათ ამოიღეს ალტერნატიული წყაროდან ფირები, სადაც მთავარი სამმართველოს უფროსის ბრალეულობა არ იკვეთება. 

ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას დაფიქრებისკენ მოუწოდა, ინციდენტი ამოწურულად ჩათვალა და განაცხადა, რომ კვლავაც გააგრძელებს იურისტთა ასოციაციასთან თანამშრომლობას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 3
  • 3.43
  • 0.04
  • 0.6
  • 1.44