ირაკლი ალადაშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 16:19

სამხედრო ჟურნალისტის და ჟურნალ „არსენალის“ რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის ანგარიში პროკურატურის ყურადღებას იმსახურებს. ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ ინციდენტიდან გასული პერიოდი  საკმარისი უნდა ყოფილიყო გამოძიებისა და კონკრეტული დასკვნებისთვის. ამის შესახებ ალადაშვილმა განცხადება "პრაიმტაიმის" პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"სახალხო დამცველმა საკმაოდ თამამი განცხადებები და მოსაზრებები გააკეთა. ამ სპეცოპერაციამ ძალიან ბევრი კითხვები გააჩინა, რომელსაც ჯერ პასუხები არ აქვს და საინტერესოა საგამოძიებო ორგანოების და პროკურატურის დასკვნა. ასევე, საინტერესოა, რა საფრთხეების წინაშე იდგა მაშინ საქართველო. ამიტომაც ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისიაც უნდა შეიქმნას", - განაცხადა ალადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა გუშინ, 2012 წლის ანგარიში წარადგინა, სადაც ლაფანყურის სპეცოპერაციის თემაზეცაა საუბარი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3.11
  • 3.5
  • 0.05
  • 0.67
  • 1.5