რამდენიმე ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბრალის აღიარების სანაცვლოდ, სიცოცხლის შენარჩუნებას ითხოვს

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 16:04

ამერიკაში, კოლორადოს შტატში, პროკურატურა კინოთეატრში 12 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილის სიკვდილით დასჯას მოითხოვს. სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ უარი განაცხადა განეხილა 25 წლის ჯეიმს ჰოლმსის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც ის ბრალის აღიარების სანაცვლოდ მისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას და სამუდამო პატიმრობას ითხოვდა.

პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ სამართლიანი მხოლოდ მისი სიკვდილით დასჯა იქნება.

შეგახსენებთ, რომ კინოთეატრში თავდასხმა გასული წლის ივლისში მოხდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46