პარლამენტში ფინანსურ-ეკონომიკური ამნისტიის კანონპროექტის განხილვა იწყება

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 16:05

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში ფინანსურ-ეკონომიკური ამნისტიის კანონპროექტის განხილვა იწყება. ინიციატივის ავტორის, საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, აღნიშნულ ვარიანტში უმრავლესობის შენიშვნები გათვალისწინებულია და კანონპროექტი მაქსიმალურ გამჭვირვალეობას შეუწყობს ხელს.

მისი თქმით, კანონპროექტის ძირითადი ნაწილი 2013 წლის 1 იანვრამდე ჩადენილი ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულის ამნისტირებას და კომპანიების ჯარიმებისგან გათავისუფლებას გულისხმობს.  კანონი ასევე გულისხმობს ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტიპის დანაშაულისთვის სახელმწიფო ბიზნესხელმძღვანელების მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენების უფლება არ ექნება.

კანონპროექტი პარლამენტში თავდაპირველად პრეზიდენტის მიერ იყო ინიცირებული, თუმცა უმრავლესობამ პროექტი დაიწუნა, ვინაიდან მათი განმარტებით კონკრეტული ბიზნესჯგუფების ინტერესებს გამოხატავდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55