პარტია "საქართველოს გზის" თავმჯდომარე არჩილ კბილაშვილს მიმართავს

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 15:40

პარტია "საქართველოს გზის" თავმჯდომარე თეიმურაზ მურვანიძე მთავარ პროკურორს  არჩილ კბილაშვილს მიმართავს, შეიქმნას ახალი დამოუკიდებელი ჯგუფი, რომელიც წლების მანძილზე არჩევნების გაყალბების სქემებს და მასში მონაწილე სახელმწიფო სტრუქტურების თუ ადამიანთა ჯგუფების საქმიანობას გამოიძიებს.

"წლების მანძილზე პოლიტიკური ძალები საუბრობენ გაყალბებაზე და ამის შესახებ ბევრი ფაქტი დაგროვდა. უკვე ცალსახადაა დაფიქსირებული, რომ არჩევნების გაყალბება საქართველოში კარგად დამკვიდრებული პრაქტიკა იყო, ამან უბრალოდ ხალხის თავზე გადაიარა", - აცხადებს თეიმურაზ მურვანიძე და ყველა მონაწილე პირის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს, 

"საქართველოს გზის" ლიდერი აცხადებს, რომ გაყალბების დამადასტურებელი ფაქტობრივი და ვიდეომასალა პროკურატურას გადასცეს და აქტიურად ითანამშრომლოს მათთან.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41