როგორ გამოხატავენ მამაკაცები სიყვარულს

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 15:29

"მე შენ მიყვარხარ" - სტატისტიკური გამოკვლევების თანახმად, მამაკაცების მხოლოდ 40% უხსნის ქალს სიყვარულს სწორედ ამ ფორმით. სიყვარულის ახსნა მათთვის სერიოზულ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება, ასეთი პასუხისმგებლობა კი ყველა მამაკაცს აშინებს.

ფრაზა - "მე შენ მიყვარხარ", სინამდვილეში მამაკაცების წარმოსახვაში ასე ჟღერს: "მთელი ცხოვრება შენი ერთგული ვიქნები". ასეთი ფიცის დადება კი არც ერთ მამაკაცს არ სურს.

მინიშნებები

მამაკაცს მიაჩნია, რომ როდესაც ქალს საჩუქრებით ანებივრებს, ეს უკვე სიყვარულზე მინიშნებაა. ტკბილეული, ყვავილები, მისალოცი ბარათები და ქალზე ზრუნვა მამაკაცების მხრიდან სიყვარულის გამოვლინებაა.

ქალები ხშირად ასეთ საჩუქრებს ჯეროვნად ვერ აფასებენ. მაგალითად, მამაკაცების გარკვეულ ნაწილს, როდესაც საყვარელ ქალთან დროს ატარებს, მიაჩნია, რომ ეს მისი მხრიდან საჩუქარია; ხოლო მძიმე მომენტში საყვარელი ქალის გვერდში დგომა კი - სიყვარულის ნამდვილი დასტური და ფიცი.

სიყვარული და სექსი

მამაკაცი თავის გრძნობებს, ხშირ შემთხვევაში, ქალთან ფიზიკური შეხებით გამოხატავს. ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ხელის შეხება, კოცნა და ბოლოს სექსიც კი. სტატისტიკურმა მონაცემებმა ცხადყო, რომ მამაკაცები სექსის დროს უფრო გულახდილები არიან და მზად არიან, ქალს ათასჯერ უთხრან, რომ უყვართ. ფიზიკური სიახლოვე ყველანაირ ბარიერს ამარცხებს და პარტნიორთა შორის ნდობას ამყარებს.

მშობლების გაცნობა

როდესაც მამაკაცი საყვარელ ქალს მშობლებს აცნობს, ეს სიყვარულის ახსნის ტოლფასია. ასეთი ნაბიჯი ქორწინების წინაპირობაა. მამაკაცს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიჰყავს ქალი ოჯახში, თუ მასთან სერიოზული ურთიერთობა სურს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41