ირაკლი ღარიბაშვილი ომბუდსმენს მოუწოდებს, რეალურად შეაფასოს მოვლენები

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 15:44

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის წარდგენილ ანგარიშზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით,  ომბუდსმენის მონაცემებისგან განსხვავებით,  დროებით დაკავებით იზოლატორში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებმა იკლო.

„ადამიანის უფლების დარღვევის ფაქტმა რეალურად იკლო საქართველოში, ჩვენ კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა გასული წლების განმავლობაში, როგორ ხდებოდა ადამიანის უფლებების დარღვევა, რა ხდებოდა კაპეზეებში. დღეს  ვერც ერთ ფაქტს ვერ დამისახელებენ, რომ დროებითი დაკავების იზოლატორში ადგილი ჰქონოდა ადამიანის უფლებათა შელახვას. ეს არის რეალური შედეგი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ. ამის აღიარება რა თქმა უნდა არ სურს ბევრს და არ ახარებს, სწორედ აქედან გამომდინარე არის ჭორების გავრცელების ტრადიციული მეთოდი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა გუშინ, 2012 წლის ანგარიში წარადგინა, სადაც რამდენიმე თემაზეა საუბარი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეს გარყვნილ ევროპაში ხდება - სულა სულაშვილი შეცდომები შეცდომებზე დააშვებინა პოროშენკოს, ბოლომდე გააბანძა - ირაკლი ტაბლიაშვილი როგორი ლოკალური და მიკროა მთელი ქართული პოლიტიკა სააკაშვილთან შედარებით - ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შესთხოვოს მამაზეციერს, რომ პოროშენკო მას მაინც თუ დაიჭერს, საქართველოში აღარ გამოუშვას - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილზე ვაცხადებ, ხელისუფლება მომავალ არჩევნებში კიდევ ერთხელ გაჟიმავს ოპოზიციას - ირაკლი წერეთელი ქართულმა სახელმწიფომ დაამტკიცა, რომ ქართულ ეკლესიაში არიან პატრიარქის თუ არა, საერთოდ ადამიანის მკვლელობის მოსურნე სასულირო პირები - გაიოზ მამალაძის რჩევა ხელისუფლებას

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46