დღეიდან ვისოლი American Express® ბარათების მომხმარებელს მოემსახურება

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 15:25

„ვისოლ ჯგუფსა“ და „საქართველოს ბანკს“, საქართველოს წამყვან ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, American Express®–ის ყველა ტიპის ბარათის მომხმარებელს საშუალება ექნება ვისოლის ავტოგასამართ სადგურებზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტები და მომსახურება მიიღოს. ამას გარდა, მომხმარებელი, რომელიც 1 მაისამდე American Express–ის ბარათით გადაიხდის ვისოლის ავტოგასამართ სადგურებზე, ორ MR ქულას მიიღებს 1,5 ნაცვლად და 1.5% Cashback-ს 1%–ის ნაცვლად.

 „ვისოლი მუდმივად ცდილობს სრული კომფორტი შეუქმნას მომხმარებელს და ყველაზე ფართო არჩევანი შესთავაზოს როგორც საწვავი პროდუქტების, ისე მომსახურების ტექნოლოგიების კუთხით. ვისოლი პირველი იყო საქართველოში, რომელმაც კორპორაციული ჩიპური ბარათი დანერგა ბაზარზე. შესაბამისად, მოხარული ვართ, რომ ამიერიდან American Express–ის ყველა ტიპის ბარათის მფლობელ მომხმარებელსაც მოვემსახურებით“, - განაცხადა „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ.

 „საქართველოს ბანკის“ American Express ბარათებით გადახდის ქსელი კიდევ უფრო ფართოვდება და ამიერიდან, ჩვენი მომხმარებელი შეძლებს American Express–ის ბარათების გამოყენებას ვისოლში, საქართველოში ავტოგასამართი სადგურების ყველაზე დიდ ქსელში. American Express–ის ბარათების მოხმარების არეალის გაფართოებასთან ერთად, საქართველოს ბანკი ასევე ზრუნავს მისი მომხმარებლისთვის ექსკლუზიური პირობების შეთავაზებაზე და ყველას, ვინც ამ ერთი თვის განმავლობაში ვისოლის ავტოგასამართ სადგურებზე American Express–ის ნებისმიერი ბარათით გადაიხდის, ბანკი საჩუქრად გადასცემს კიდევ უფრო მეტ MR ქულას და მეტ Cashback–ს,“ - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

 „საქართველოს ბანკი“ ექსკლუზიურად ახდენს საქართველოში American Express ბარათების გამოშვებას და სავაჭრო ობიექტების American Express-ის გადახდების ქსელში ჩართვას. საქართველოს ბანკი, მომხმარებელს საშუალებას აძლევს ისარგებლოს American Express –ის ბარათების ფართო სპექტრით და იპოვოს მის მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტი: American Express და American Express Gold ბარათი, American Express Blue ბარათი, American Express Rewards ბარათი და American Express ბიზნეს ბარათები.

 „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს ჯგუფის - „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი ბრენდია, საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. კომპანია ექსკლუზიურად ახდენს იტალიური საწვავის „აპის“ რეალიზაციას და გამოირჩევა ინოვაციური სერვის პროდუქტებით. „ვისოლ ჯგუფი“ საქართველოში მომსახურების თანამედროვე სტანდარტებს ნერგავს და 4000-მდე თანამშრომლით ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია ინდუსტრიაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41