kavkaz Trader-ის პრეზენტაცია ქალაქ ბათუმში

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 15:18

კომპანია kavkaz Trader-ის პრეზენტაცია ქალაქ ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 6 აპრილს, შაბათს, 12:00 საათზე გაიმართება.

kavkaz Trader-ი არის ფორექსის გლობალური ქსელის წარმომადგენელი საქართველოში. ფორექსი ( FOREX - Foreign Exchange Market ) არის ბანკთაშორისი, გარე-საბირჟო ბაზარი, რომელიც ჩამოყალიბდა 1971 წელს, როდესაც საერთაშორისო ვაჭრობა ბრეტონ ვუდის შემდეგ ვალუტის ფიქსირებული კურსიდან მცოცავზე გადავიდა. Forex -ის (იგივე Fx) მთავარი პრინციპია ერთი ვალუტის გაცვლა მეორეზე, თავისუფალი, ფორმირებული კურსით. ამასთან ერთი ვალუტის კურსი, რომელიც დამოკიდებულია მეორეზე, ძალიან მარტივად განისაზღვრება: მოთხოვნათა თანასწორობა და წინადადება მიმდინარე დროის მომენტში.

kavkaz Trader-ის დამფუძნებელი, მთავარი კონსულტანტი და ანალიტიკოსი არის მოქმედი ტრეიდერი ალექსანდრე აბესლამიძე, რომელიც წარმოადგენს FOREX-ის ბრიტანულ სკოლას. მისი ორწლიანი გამოცდილება, პრაქტიკით გამყარებული მომგებიანი სტრატეგია, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქმნის გარანტს კომპანიის და მისი კურსდამთავრებული ტრეიდერების წარმატებისათვის.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61