საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წელს განხორციელდება

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 15:05

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014 წელს განხორციელდება, - ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის სხდომამ მიიღო, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.

დღევანდელ სხდომაზე კომისიამ განიხილა და დაამტკიცა საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამა.

"საქსტატის" მიხედვით, ქვეყანაში მოსახლეობის აღწერა ყოველ 10 წელიწადში ერთხელ უნდა ჩატარდეს.

ცნობისთვის: 2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 4 მილიონ 479 ათასს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46