თემურ შაშიაშვილი ქვეყანაში სახელმწიფო მოხელის მაღალ ხელფასს აპროტესტებს

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 14:22

"თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი ქვეყანაში სახელმწიფო მოხელის მაღალ ხელფასს აპროტესტებს და აცხადებს, რომ დღეს საქართველოში ბიზნესში არ იშოვება იმდენი ფული,  რამდენსაც სახელმწიფო სამსახურში საჯარო მოხელე იღებს ხელფასის სახით და ეს ჩაითვალა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლად.

"ადამიანს აღარ უნდა ბიზნესში წასვლა, მთავარია,  შეძვრეს სახელმწიფო სამსახურში, რადგან იქ უფრო მეტი გარანტიებია, ვიდრე სხვაგან. ეს არის კატასტროფა. ყველა ნორმალურ ქვეყანაში სახელმწიფო მოხელეს პენსიონერზე 20-ჯერ მეტი ხელფასი არ აქვს. სახელმწიფო მოხელეს, როცა ამხელა ხელფასს უნიშნავ, რადგან უფრო ნაკლები შეიძლება არ ეყოს, წარმოიდგინეთ პენსიონერმა არსებული პენსია როგორ უნდა იმყოფინოს?", - აცხადებს თემურ შაშიაშვილი და დასძენს, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს მდიდარი ხელისუფლება და სიღარიბეში მცხოვრები მოსახლეობის 90%, რაც "ანომალიაა.“

„თეთრების“ ლიდერი  ბოლო დროს მოსახლეობაში იმედგაცრუებაზეც საუბრობს.

„ ის ადამიანები, ვინც რეალურად „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოიყვანა, ხმა მისცა და ხელისუფლება არჩევნების გზით შეცვალა, ახლა ქუჩაში გაღატაკებულები არიან. ახალმა ხელსიუფლებამ დასაქმება დაიწყო ოჯახებიდან. ასაქმებენ ძმაკაცს, დაქალს, მეგობარს და არ ზრუნავენ იმ ძმაკაცს, დაქალს, მეგობარს, და არ ზრუნავენ იმ ადამიანებზე, ვინც ქვეყანას სჭირდება. ასე იყო მოქკავშირის“, აღორძინების“, ნაცმოძრაობის“ დროს და ახლაც ასე ხდება", - აცხადებს შაშიაშვილი და  ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, შეიქმნას კონკურენტული გარემო, რათა  ყველას მიეცეს საკუთარი თავის რეალიზების საშუალება.

შაშიაშვილი 6 თვის განმავლობაში ახალი ხელისუფლების საქმიანობას დადებითად აფასებს, სოფელზე დაწყებულ ზრუნვასაც აღნიშნავს, თუმცა დასძენს, რომ  მიუხედავად ამისა,  ივანიშვილის მთავრობას სამჯერ მეტის გაკეთება შეეძლო, "სააკაშვილის შანტაჟი რომ არა, უფრო მეტი იქნებოდა გაკეთებული".

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46