„ნაციონალები“ ტყუილად ქმნიან მოლოდინებს, რომ რაიმეს შეცვლა შეუძლიათ - დავით ლილუაშვილი

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 14:03

კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“ თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი გუშინ, მასმედიით გავრცელებულ ვანო მერაბიშვილის განცხადებას პასუხობს და აღნიშნულს არასერიოზულს უწოდებს, რომელიც, "როგორც ჩანს მერაბიშვილის ილუზიებმა გამოიწვია".

"მერაბიშვილი უნდა შეეშვას ილუზიებს და თავი უნდა დაანებოს საზოგადოების მოტყუებას, რადგან ეს უკანასკნელი მას აღარ გამოუვა.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის წყალწაღებული და ნულოვანი რეიტინგის პარტია, რომელსაც ვერანაირი განცხადებები და აქცია ვერ უშველის", - განაცხადა დავით ლილუაშვილმა. 

მისივე თქმით, „ნაციონალები“ ტყუილად ქმნიან მოლოდინებს, რომ მათ რაიმეს შეცვლა შეუძლიათ და იქვე დასძენს, რომ  ერთადერთი რასაც ისინი უნდა ელოდნონ ეს მათი რეჟიმის გასამართლებაა.

ნაციონალური მოძრაობის გენმდივანმა ვანო მერაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ   19 აპრილს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქციით, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება რადიკალურად შეიცვლება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4