სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბი ქვეყ­ნის­თვის ტე­რო­რის­ტუ­ლი იმი­ჯის შექ­მნას ცდი­ლო­ბენ - ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 11:58

ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი, ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ან­გა­რიშ­ში გა­მოთ­ქმულ მო­საზ­რე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა, რო­მე­ლიც ლა­ფან­ყუ­რის სპე­ცო­პე­რა­ცი­ას შე­ე­ხე­ბა.

მე­რა­ბიშ­ვი­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მო­საზ­რე­ბას "იდი­ო­ტურ ბრალ­დე­ბას" უწო­დებს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ''სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბი ქვეყ­ნის­თვის ტე­რო­რის­ტუ­ლი იმი­ჯის შექ­მნას ცდი­ლო­ბენ''.

"დღეს ვნა­ხე ბრალ­დე­ბის წა­ყე­ნე­ბის ახა­ლი, ორი­გი­ნა­ლუ­რი მე­თო­დი, რო­ცა ომ­ბუდ­სმე­ნის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბა ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბა. ეს არის სრუ­ლი­ად იდი­ო­ტუ­რი ბრალ­დე­ბა. უფ­რო მე­ტი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა ასეთ გან­ცხა­დე­ბებ­ზე შე­უძ­ლე­ბე­ლია. ეს არის მცდე­ლო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს შე­უქ­მნან ტე­რო­რის­ტუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს იმი­ჯი. სა­ქარ­თვე­ლოს უკ­ვე მი­ა­წე­ბეს პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის ქვეყ­ნის იმი­ჯი, ახ­ლა უნ­დათ, შე­ექ­მნან ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბის და ტე­რო­რის­ტუ­ლი ბა­ზე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი. მინ­და შე­გახ­სე­ნოთ, რომ მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბა ბო­ლოს და არა­ერ­თგზის გა­ა­კე­თა პატ­რუ­შევ­მა.  დღეს უკ­ვე სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბი იმე­ო­რე­ბენ პატ­რუ­შე­ვის ბრალ­დე­ბას. ეს არის ძა­ლი­ან იდი­ო­ტუ­რი, მავ­ნებ­ლუ­რი, ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბი და მე­ცო­დე­ბა ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის პირ­და­პირ დაკ­ვე­თას ახ­მო­ვა­ნე­ბენ", - გა­ნაც­ხა­და ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ხალ­ხო დაც­ვე­ლის, უჩა ნა­ნუ­აშ­ვი­ლის ან­გა­რიშ­ში ნათ­ქვა­მია, რომ 2012 წლის აგ­ვის­ტო­ში პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­სას­წავ­ლად პარ­ლა­მენ­ტში სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია უნ­და შე­იქ­მნას. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ან­გა­რიშ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბით შსს-ს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის, მათ შო­რის მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლის, გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა იკ­ვე­თე­ბა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55