ვანო მერაბიშვილი საზოგადოებას 19 აპრილს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებს

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 10:50

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას, მათი პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, შეუერთდნენ 19 აპრილს დაგეგმილ მშვიდობიან აქციას – ამით კიდევ ერთხელ დააფიქსირონ, რომ საქართველოს განვითარების გზა გადის მხოლოდ ევროპაზე და, ამასთან მიმართებით, ქართველი ხალხის პოლიტიკური ნება მტკიცე და ურყევია.

ვანო მერაბიშვილმა ყურადღება ევროპარლამენტის წევრების მიერ ახლახან გამოქვეყნებულ წერილზეც გაამახვილა, სადაც ნათქვამია, რომ თუ საქართველოში დემოკრატიის დონე დაიწევს, სრული პასუხისმგებლობა მთავრობას დაეკისრება.

„გასულ კვირას ევროპარლამენტის ჯგუფმა საქართველოში საგანგაშო წერილი გამოაგზავნა. ეს არის ბოლო წლების განმავლობაში 1–ლი წერილი, როდესაც ევროპარლამენტის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს მომავალზე, საქართველოს ევროპულ გზაზე. სწორედ ამიტომ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კიდევ ერთხელ მოუწოდებს საზოგადოებას 19 აპრილს, 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, ძველი პარლამენტის შენობის წინ შეუერთდნენ მშვიდობიან აქციას“, – აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, ამ აქციას შეუერთდება არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფები.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61