ეკონომიკური ზრდის პროგნოზირების საფუძველს დღესდღეობით არსებული მონაცემები იძლევა - ოთარ აბესაძე

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 12:57

დღესდღეობით არსებული მონაცემები იძლევა საფუძველს, რომ ეკონომიკური გათვლებით და პოლიტიკით შესაძლებელია წლის ბოლოს მივიღოთ 8-10 % იანი ეკონომიკური ზრდა, - განუცხადა „ჯეონიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტმა ოთარ აბესაძემ.

როგორც აბესაძე შემოსავლების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, საგადასახადო შემოსავლებმა მარტში 745.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 41.5 მილიონი ლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. შესაბამისად, მარტში მთლიანი საგადასახადო შემოსავლები, გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 5.9 პროცენტით გაიზარდა. რაც იმის მანიშნებელია, რომ გაიზარდა გადასახადის გადამხდელთა რიცხვი, ასევე გაიზარდა ბიზნესს ბრუნვა, რაც მისივე თქმით, სწორი ეკონომიკური გათვლებისა და განვითარების სტრატეგიული დაგეგმვის შედეგია.

„ამ ტიპის განვითარების მთავარი ფაქტორი სწორედ ბიზნესიდან პოლიტიკური ზეწოლის მოხსნაა“, - აცხადებს აბესაძე.

„საქსტატის წინასწარი მონაცემებიც, რის მიხედვითაც 2012 წლის IV კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 7 253,3 მლნ. ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა წინა წლის შესაბამისი კვარტლის მიმართ 2,8 პროცენტის, ხოლო დეფლატორის ზრდა 0,8 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა. 2013 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 665 მლნ.აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 196 მლნ. აშშ დოლარი იყო (25 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 468 მლნ. აშშ დოლარი (6 პროცენტით ნაკლები)“, - განაცხადა ოთარ აბესაძემ და შედეგად აპრილიდან პენსიების გაზრდა დაასახელა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46