ქართულ ეკლესიასთან სულიერი კავშირი აღარ აღდგება - ალექსანდრე ანქვაბი

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 12:56

„ქართულ მართლ-მადიდებლურ ეკლესიასთან სულიერი კავშირი დიდი ხანია, დაკარგულია და აღარ აღდგება“, - ამის შესახებ, აფხაზური მედიის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა სოჭში სასულიერო პირებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

შეხვედრას ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე სერაფიმე, ასევე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიაქროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე დე ფაქტო პრეზიდენტმა ანქვაბმა განაცხადა, რომ სულიერი კავშირი აფხაზეთის მართლმადიდებელ სასულიერო პირებს, აფხაზ ხალხსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დიდი ხანია, დაიკარგა. მეუფე სერაფიმემ კი აქცენტი გააკეთა სამშვიდობო ღვთისმსახურების აუცილებლობაზე, რომელიც მიმართულია ხალხებს შორის მეგობრობის გამყარებისკენ. ხოლო რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ პრობლემების გადაწყვეტის გზა შეიძლება, მხოლოდ ეკლესიური კანონების დაცვით მოიძებნოს.

შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ მიზანშეწონილი იქნება, ასეთი კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდეს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41