სოჭის ოლიმპიადის დროს ირაკლი ალასანია საქართველოში ტერორისტულ აქტებს არ გამორიცხავს

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 12:47

თავდაცვის მინისტრი ირაკლია ალასანია სოჭის ოლიმპიადაზე ტერორისტულ აქტებს არ გამორიცხავს, ამის შესახებ ალასანიამ დღეს სამინისტროში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

 "წარსული გამოცდილება გვეუბნება იმას, რომ როგორც კი ჩრდილოეთ კავკასიაში იძაბებოდა ვითარება, ეს ეხებოდა ტერორისტულ აქტებს, საომარ მოქმედებებს ჩეჩნეთში, დაღესტანში ოპერაციებს, საქართველოზე ამ კონფლიქტის რეზონასი მუდმივად გადმოდიოდა. ჩვენი ოპონენტები და მოწინააღმდეგეებიც ხშირად ეძებდნენ ქართულ კვალს, ეს გამოცდილება რაკი გვაქვს და მოცემულობა იმისი, რომ დაგეგმილია და უნდა შედგეს ოლიმპიადა,  ბუნებრივია, გვიჩნდება იმაზე ფიქრის აუცილებლობა, რომ მივიღოთ პრევენციული ზომები და ნაბიჯები. ეს პირველ რიგში, შსს-ს ფუნქციაა, ჩვენ მათთან ურთიერთქმედებაში ვართ. ერთობლივი წვრთნებიც იგეგმება, სპეციალური დანიშნულების რაზმებიც, ერთობლივი თათბირები თითქმის ყოველდღე გვაქვს, სადაც ამ საკითხსაც განვიხილავთ შსს-თან ერთად.  როდესაც ასეთი ფართომაშტაბიანი ღონისძიებები ტარდება, ოლიმპიადა იქნება, ჩემპიონატი თუ ნებისმიერი სხვა, ტერორისტული გაერთიანებები ბუნებრივია, გამოცდილებიდან გამომდინარე ვიძახი, ისინი ასეთ ფართომასშტაბიან ღონისძიებებს უკავშირებენ გარკვეულ აქციებს, ეს ლოგიკურია. მე უბრალოდ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ არანაირი კონკრეტული ინფორმაცია საქართველოს ამასთან დაკავშირებით არ გააჩნია. ეს არის გამომდინარე ლოგიკიდან, სამწუხაროდ, იმ კონტერორისტული და ტერორისტული გარემოდან. ასეთ დროს იზრდება და მომატებულია საფრთხე ტერორისტული აქტების, აქედან გამომდინარე, ჩვენ საქართველოს ტერიტორიაზეც და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.  ვფიქრობთ, როგორ უნდა მოვახდინოთ პრევენცია იმისი, რომ საქართველო არ გახდეს ასე ვთქვათ, ჩვენი რუსი ოპონენტების მხრიდან სამიზნე ამ ბრალის, ჩვენ რეგიონის ქვეყნებთანაც ვიწყებთ მოლაპარაკებებს, რომ ოლიმპიადის ჩატარების პროცესში აქტიური ინფორმაციული გაცვლა გვქონდეს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.21
  • 0.04
  • 0.5
  • 1.44