ნატო-ს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტი წლის ბოლომდე ან მომავალი წლის დასაწყისამდე გადაიდო

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 12:33

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტი წლის ბოლომდე ან მომავალი წლის დასაწყისამდე გადაიდო.  ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

 "როდესაც გადაწყდა, რომ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის გადადებული ვიზიტი შედგებოდა 2014 წლის იანვარში, ჩვენი პოლიტიკური დინამიკა ნატო-სთან იმდენად გაიზარდა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ თავად ჩამოვიდეს, ანუ უკვე პოლიტიკური ორგანო ჩამოვიდეს საქართველოში ივნისის ბოლოს და ბუნებრივია, ორივე ასეთი ვიზიტის ერთდროულად მოხერხება არც მიზანშეწონილია და არც არასდროს არ ხდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა დისკუსია თვითონ სამხედრო კომიტეტთან და ჩვენ ვვარაუდობთ, რომ შეიძლება, წელსვე შედგეს ეს ვიზიტი, ოღონდ წლის ბოლოს, არჩევნების შემდეგ ან მომავალი წლის დასაწყისში. ასეთი მიდგომაა ამ ეტაპზე. NACC პოლიტიკური ორგანოა და ამ ვიზიტზე დიდწილად იქნება დამოკიდებული, როგორც მოვემზადებით 2014 წლის სამიტისთვის, ამიტომ მთელი კონცენტრირება და ყურადღება გადაყვანილი იქნება ამ პოლიტიკურ ვიზიტიზე. სამხედრო კომიტეტი აპოლიტიკური ორგანიზაციაა და ისინი კონკრეტულად ამოწმებენ, თუ როგორ მიმდინარეობს თუნდაც დასავლეთის და აღმოსავლეთის სარდლობების შექმნა, როგორც ფუნქციონირებს შეცვლილ რეჟიმში გაერთიანებული შტაბი და ა.შ.", - განაცხადა ალასანიამ.

 მისივე თქმით, საქართველოსთვის ტაქტიკურადაც მნიშვნელოვანია ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა და სამხედრო კომიტეტის ვიზიტების ამდაგვარად გაყოფა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43