პატიმრებმა ციხეში ღამის კლუბი გახსნეს

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 12:27

ვენესუალას ციხეში პატიმრებმა ღამის კლუბი გახსნეს, სადაც სტერეო მუსიკა და სტრიპტიზის მოცეკვავეებიც არიან. ამის შესახებ სააგენტო Agence France-Presse-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს.

კუნძულ მარგარიტაზე მდებარე ციხის კლუბის გახსნას მსჯავრდებულთა ნათესავები და ახლობლები დაესწრნენ, რომელთაც ღონისძიება სოციალურ ქსელებში აქტიურად გააშუქეს.

კლუბში კონდიციონერები და პროფესიონალური მუსიკალური და განათების აღჭურვილობაც დაამონტაჟეს.

სამინისტროს ანონიმურმა ინფორმატორებმა ჟურნალისტებს გამოსასწორებელ დაწესებულებაში წვეულების გამართვის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს. მათი თქმით, ღონისძიება 29 მარტს მთელი ღამე გრძელდებოდა. ხელისუფლებას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45