საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა თვითმმართველობის ერთეულის იერ-სახის დამახინჯებისათვის ერთი პირი დააკავა

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 12:25

თბილისის მთავარი სამმართველოს ისნის მიმართულების მე-2 ოცეულის საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა ბოჭორმის ქუჩაზე 1993 წელს დაბადებული ზურაბ ღ. თვითმმართველობის ერთეულის იერ-სახის დამახინჯებისათვის დააკავეს.

 

სამართალდამცველებმა ზურაბ ღ. იმ დროს დააკავეს, როცა ის მშენებარე ობიექტის გარშემო შემოვლებულ ღობეზე პულვერიზატორით წარწერებს აკეთებდა. მომხდარზე დაწყებულია ადმინისტრაციული საქმის წარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 50 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს. დაკავებული გათავისუფლებულია ხელწერილით.

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა სახის ნახატებისა და სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ბანერების, ლოზუნგების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, კანონდარღვევად ითვლება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველას მოუწოდებს იმოქმედოს კანონის ფარგლებში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4