დაკავებული ნაციონალების აქტივისტები გაათავისუფლეს

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 12:15

"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები დღეს გამთენიისას დააკავეს. მათ ბრალი ფასადის დაზიანებასა და იერსახის დამახინჯებაში ედებათ. დაკავებულების განცხადებით, ისინი "ნაციონალური მოძრაობის" 19 აპრილის დაგეგმილ  აქციას აანონსებდნენ, როდესაც მათთან პატრულის მანქანა მივიდა და ისინი დააკავეს.

დაკავებულები ჯერ ორთაჭალის განყოფილებაში გადაიყვანეს, შემდეგ კი - საპატრულოს მთავარ დეპარტამენტში.

დაკავებულები ამ დროისთვის გათავისუფლებულები არიან,  მათგან სამს ხელწერილი დააწერინეს, ერთს კი ფულადი ჯარიმა დააკისრეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46