ბაჩო ახალაიას საქმის არსებითი განხილვა დღეს გაგრძელდება

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 10:58

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას, გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის გიგი კალანდაძისა და მათთან ერთად ბრალდებულების საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება.

 ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების პროცესი დღეს, 11:00 საათზე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპით განახლდება. სასამართლო სხდომაზე მოწმეები დაიკითხებიან.

 შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიასთან ერთად აღნიშნულ პროცესზე ბრალდებულების გიორგი კალანდაძის, ალექსანდრე გორგაძის, ზურაბ შამათავას, მერაბ კიკაბიძის, მანუჩარ დარასელიასა და გიორგი კინწურაშვილის საქმეები განიხილება, თუმცა მათგან დარასელია და კინწურაშვილი მიმალვაში არიან და შესაბამისად, პროცესს არ ესწრებიან.

 საქმე სამხედრო მოსამსახურეების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისა და ზურაბ აბესაძისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდებს ეხება.

 ბაჩო ახალაიას ბრალი სსკ 143-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), 333-ე მუხლის მე-3 პუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), სსკ 144-ე (წამება) პრიმა 1 მუხლის მეორე ნაწილის "ბ" "დ" ქვეპუნქტებით აქვს წაყენებული. გიორგი კალანდაძესა და ზურაბ შამათავას კი - 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება). ამასთან, აბესაძის ეპიზოდთან დაკავშირებით გიორგი კალანდაძეს ბრალი სსკ 143-ე მუხლის მეორე ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) დაუმძიმდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46