"ბორჯომი" რუსულ ბაზარზე ვერ ბრუნდება

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 11:50

ქართული მინერალური წყალი "ბორჯომი" რუსულ ბაზარზე ჯერჯერობით ვერ დაბრუნდება.  "ჩვენ "ბორჯომთან" დაკავშირებით კითხვები გაგვიჩნდა, დამატებით ნიმუშებს მოვითხოვთ", - განუცხადა "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელმა, რუსეთის მთავარმა სანიტარმა გენადი ონიშჩენკომ.

 "ბორჯომი" "როსპოტრებნადზორის" ექსპერტებმა საქართველოში პირველი ვიზიტის დროს შეამოწმეს.

 პირველი ინსპექციის დროს "როსპოტრებნადზორმა" რუსულ ბაზარზე დაბრუნების უფლება "ქინძმარაულის მარანს" და "დუგლაძის ღვინის სახლს" მისცა. დანარჩენი საწარმოების პროდუქცია, რომელიც რუსმა სპეციალისტებმა შეამოწმეს, ჯერჯერობით კვლავ რეგისტრაციის პროცესშია.

 რუსი ექსპერტების მეორე ჯგუფი საქართველოს დღეს ეწვევა, ისინი დასავლეთ საქართველოსა და აჭარაში რამდენიმე ათეულ საწარმოს შეამოწმებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5