ალასანია საომარი მოქმედებებისას წარუმატებლობის ერთ-ერთ მიზეზად არაპროფესიონალი პოლიტიკოსების მიერ გაცემულ ბრძანებებს მიიჩნევს

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 11:47

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია საომარი მოქმედებებისას წარუმატებლობის ერთ-ერთ მიზეზად არაპროფესიონალი პოლიტიკოსების მიერ გაცემულ ბრძანებებს მიიჩნევს.  ამის შესახებ ალასანიამ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც მთავრობის შეცვლის შემდეგ სამინისტროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ისაუბრა.

 "თვეების განმავლობაში მთავარი, რაც გაკეთდა ისაა, რომ მთავარ ღირებულებად იქცა ჯარისკაცი. სწორედ ამიტომ პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჯარისკაცებისთვის გაეზარდათ ხელფასები, დაზღვევის კუთხით მინისტრსაც და ჯარისკაცსაც ერთნაირი მომსახურება აქვთ. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივანიჭეთ გამჭვირვალობას, საპარლამენტო კონტროლის ამაღლებას. როდესაც დაიხარჯება 4 მილიონზე მეტი, შეტყობინება გაეგზავნება თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტს, თუ ფარულ შესყიდვებთან გვაქვს საქმე – ნდობის ჯგუფს. ჩვენ განვახორციელეთ რიგი ცვლილებები ჩვენს უწყებაში, რომელიც ფუნქციების სწორად გამიჯვნას ითვალისწინებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ნაწილი, ახორციელებს რა პოლიტიკურ-სამოქალაქო ზედამხედველობას შეიარაღებულ ძალებზე, ის არ ერეოდეს სამხედროების საქმეებში. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ჩვენი სამხედრო წარუმატებლობისაც იყო ის, რომ არაპროფესიონალი პოლიტიკოსები ერეოდნენ სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებაში და იძლეოდნენ ბრძანებებს, მათ შორის, როდესაც მიმდინარეობდა საომარი კონფლიქტი", - განაცხადა ალასანიამ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41