საოკუპაციო ძალების დამოკიდებულება იძლევა საბაბს, რომ საქართველო მუდმივ სამხედრო მზადყოფნაში იყოს - ირაკლი ალასანია

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 11:44

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, საოკუპაციო ძალების დამოკიდებულება დღესაც იძლევა საბაბს, რომ საქართველო მუდმივ სამხედრო მზადყოფნაში იყოს, -  ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, სადაც მან საბრძოლო მზადყოფნისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.

 "შესწავლილი იქნა ის ნაკლოვანებები, რაც დღეს გაგვაჩნია და უკვე დაგეგმილია და შეთანხმებულია პრემიერ-მინისტრთანაც,  რათა ჩვენი საბრძოლო მზადყოფნა მუდმივად იყოს მაღალ დონეზე. თქვენ იცით, რომ საოკუპაციო ძალების მხრიდან არანაირი ნიშანი იმისა არ არის, რომ რაიმე ფორმით შეიცვალა მათი დამოკიდებულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, მათი სამხედრო ყოფნა საერთაშირისო პრინციპების სრული დარღვევით დღესაც იძლევა იმის საბაბს, რომ ჩვენ ვიყოთ მზადყოფნაში მუდმივად. ბოლო პერიოდში დაწყებული მოლაპარაკებები სავაჭრო საკითხებში, რაც იმედს აჩენს იმისას, რომ რიტორიკა ორ ქვეყანას შორის შემცირდება, აჩენს პატარა იმედს იმისა, რომ ჩვენ შეიძლება გადავიდეთ სამუშაო ფაზაზე, რაც შეამცირებს სამხედრო ესკალაციის შესაძლებლობას, თუმცა დღეისთვის თვითრწმენის საფუძველი ჩვენ არა გვაქვს, ამიტომ ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა თავდაცვის უწყების არის უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვისუანრიანობა და ჩვენი შეიარაღებული ძალები იყოს მუდმივ მზადყოფნაში აგრესიის თუ ნებისმიერი სხვა ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. ამ კუთხით დღენიადაგ შრომა მიმდინარეობს", - განაცხადა ალასანიამ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46