სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება მეცნიერებსა და ფსიქოლოგებს უკვე სერიოზულად აშფოთებს

შაბათი, 13 აპრილი, 2013 - 15:31

დღესდღეობით საკმაოდ აქტუალური თემაა სოციალური ქსელები. სოციალური ქსელი არის ურთიერთობათა არხი, სადაც მეტად ურბანულ გარემოს მეტად ინტენსიური ურთიერთობათა ქსელი ახასიათებს.

სოციალური ქსელების შემქმნელები ერთხმად აღიარებენ, რომ იდეა და მიზანი იყო სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტული ძველი თუ ახალი მეგობრების ერთმანეთთან დაახლოვების და განშორების გაადვილება. თუმცა ნელ-ნელა აღმოჩნდა, რომ ადამიანები საკუთარ მეზობლებთან ხშირად ოჯახის წევრებთანაც კი სოციალური ქსელის მეშვეობით კონტაქტობენ, რაც ბლოკავს ადამიანურ ურთიერთობებს და სამყაროსთან პიროვნულ კონტაქტს. სოციალური ქსელების პოპულარობა მეცნიერებსა და ფსიქოლოგებს უკვე სერიოზულად აშფოთებს. სწორედ ამიტომ, მათ ინტერნეტდამოკიდებულების მიზეზები დ მისგან განკურნების გზები გამოიკვლიეს.

 ინტერნეტდამოკიდებული ადამინების სრულმა უმრავლესობამ, ფსიქოლოგების დასმულ კითხვას ''რატომ ანიჭებენ უპირატესობას სოციალური ქსელით კონტაქტს'' პასუხი ურთიერთობის სიმარტივე აღმოჩნდა. ვირტუალური ურთიერთობა გაცილებით იოლი და უკომპლექსოა, რადგან ქსელში არ გიწევს იმ დამღლელი ნორმების დაცვა, რომელიც პირადი ურთიერთობისას გჭირდება. თანაც ინტერნეტი არის ადგილი, სადაც საშუალება გაქვს სურვილისამებრ აკეთო ის, რაც გსურს, ითამაშო სხვადასხვა თამაშები, მიიღო ნებისმიერი ინფორმაცია და ამავდროულად შენს ვირტუალურ სამყაროში ესაუბრო იმ ადამიანებს, ვინც შენ გსურს. მეორეს მხრივ კი, ინტერნეტზე მიჯაჭვული ადამინების 99% სხვადასახვა ნევროზული დაავადებებით არის შეპყრობილი, რის მიზეზადაც სწორედ, რომ მათი საყვარელი ინტერნეტ სამყარო ხდება.

 ამ სენისგან თავის დასახსნელად ფსიქოლოგები გვირჩევენ პირველ რიგში საკუთარ თავს გამოვუტყდეთ, რომ ინტერნეტს, ძვირფასი დროის მინიმუმ 70% მიაქვს, მათი თქმით პრობლემის აღიარება მის სანახევროდ გადაჭრას ნიშნავს.

 შემდგომი ნაბიჯი შინაური ცხოველის ყოლა და სპორტის სასურველი სახეობით დაკავებაა. კომპიუტერთან ხანგრძლივი დროის მატარებელი ადამინისთვის საუკეთესო არჩევანია ცეკვა, ცურვა და აერობიკა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6