თინა კანდელაკმა ჰომოსექსუალები დაიცვა

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 11:22

"wday.ru"-ის განცხადებით, თავის ახალ გადაცემაში, "რკინის ლედი" თინა კანდელაკმა ჰომოსექსუალების პრობლემა წამოაყენა. საკუთარი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ტელეწამყვანმა საკუთარ ბლოგშიც დააფიქსირა.

 "რკინის ლედის" სტუდიაში ერთმანეთს გეი-აქტივისტი ნიკოლაი ალექსეევი და "ერთიანი რუსეთის" დეპუტატი ოლგა ბატალინა დაუპირისპირდნენ და თინას გადაცემაში ნამდვილი ომი გაიმართა.

 ტელეწამყვანამ ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია სოციალური ქსელის ბლოგშიც დააფიქსირა და აღნიშნა, რომ უდროო და სულელურია გეი-აღლუმებისა და ეგრედ წოდებული "ჰომესექსუალობის პროპაგანდის" მხრივ ამკრძალავი ღონისძიებების ჩატარება.

"რუსი ბავშვები ჰომოსექსუალიზმისგან კი არ უნდა დავიცვათ, არამედ ქსენოფობიისგან და ვასწავლოთ მათ, არ განასხვავონ ადამიანები ნაციონალურობის, რელიგიისა და სექსუალური ორიენტაციის მიხედვით", - აღნიშნა ტელეწამყვანმა.

 ამასთან, თინა კანდელაკი გეი-აქტივისტებს მოუწოდებს, ზედმეტად გამომწვევად არ მოიქცნენ, რომ არ გააღიზიანონ მათ წინააღმდეგ განწყობილი საზოგადოება.

 კანდელაკმა განსაკუთრებით ცნობილ ჰომოსექსუალებს მიმართა, მიბაძონ დასავლელ ვარსკვლავებს და ერთგვარი ქამინგ-აუთი აიღონ. ტელეწამყვანის აზრით, სწორედ ეს დაეხმარება სექსუალურ უმცირესობას საზოგადოებაში ინტეგრირებულად იგრძნონ თავი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46