ნანა კაკაბაძე ვანო მერაბიშვილის მოწმის სტატუსით დაკითხვას ითხოვს

სამშაბათი, 02 აპრილი, 2013 - 11:17

"პოლიტპატიმრების უფლებათა" დამცველი ნანა კაკაბაძე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მოწმის სტატუსით დაკითხვას ითხოვს, "პოლიტპატიმრების" შესახებ გამოთქმული მოსაზრების გამო. 

 "მიმაჩნია, რომ ინფორმაცია პოლიტპატიმრების მიერ თავისუფლების 100 000 და 200 000 ლარად ყიდვის შესახებ აშკარად შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პროკურატურა უფლებამოსილია საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული იმ განცხადების საფუძველზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სს დანაშაულის შესახებ, დაიწყოს გამოძიება.

 აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, რათა დაიწყოთ გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის და ამჟამად "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის მიერ გავრცელებული დანაშაულის ნიშნების შემცველი ინფორმაციის საფუძველზე და დამნაშავეების გამოაშკარავების მიზნით მოწმის სტატუსით დაკითხოთ ბ-ნი ვანო მერაბიშვილი, რომელიც თავისი წარსული და ახლანდელი თანამდებობიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, უნდა ფლობდეს კონკრეტულ და დადასტურებულ ინფორმაციას და მას შეუძლია დაეხმაროს გამოძიებას დანაშაულის გახსნაში”, - ნათქვამია განცხადებაში.

 "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა ბაღდათში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 19 აპრილს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე, პოლიტპატიმრებთან ერთად მისვლას მელორ ვაჩნაძე და ნანა კაკაბაძეც აპირებენ, რომლებსაც ვაჩნაძეს "ყაჩაღი", კაკაბაძეს კი "მხედრიონელი" უწოდა, ასევე  "პოლიტპატიმრების" შესახებ განაცხადა, რომ მათ სიაში მოხვედრა და თავისუფლების ყიდვა 100 000 და 200 000 ლარად მოახერხეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46