საქართველოს ესტონეთის შეიარაღებული ძალების დელეგაცია სტუმრობს

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 23:20

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს დღეს ესტონეთის შეიარაღებული ძალების დელეგაცია ეწვია. დელეგაციის ვიზიტი საქართველო-ესტონეთის თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ხორციელდება.

დელეგაციის ხელმძღვანელი, ესტონეთის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსი, ბრიგადის გენერალი პეტერ ჰოპი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს, პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძეს და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეს პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს შეხვდა. შეხვედრა მოგვიანებით სამუშაო ჯგუფთან გაგრძელდა.

დღესვე ესტონეთის თავდაცვის უწყების დელეგაცია ვაშლიჯვარში სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზასაც ეწვია და მის ხელმძღვანელს მაიორ დიმიტრი კიკნაძეს შეხვდა.

სპეციალური ოპერაციების ძალების მონახულების შემდეგ, ესტონურმა დელეგაციამ ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ლევან გამყრელიძესთან გამართა შეხვედრა.

ესტონეთის შეიარაღებული ძალების დელეგაციის ვიზიტი ორ დღეს გაგრძელდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46