ვისოლი უკვე American Express® ბარათების მომხმარებელსაც მოემსახურება

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 23:12

აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე მდებარე „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ ავტოგასამართ სადგურზე, „ვისოლ ჯგუფსა“ და „საქართველოს ბანკს“ შორის გაფორმებული ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ხვალ, 12 საათზე American Express®–ის ბარათის მფლობელ პირველ მომხმარებელს მოემსახურებიან.

ამას გარდა, მომხმარებელი, რომელიც 1 მაისამდე American Express–ის ბარათით გადაიხდის ვისოლის ავტოგასამართ სადგურებზე, ორ MR ქულას მიიღებს 1,5 ნაცვლად და 1.5% Cashback-ს 1%–ის ნაცვლად.

„საქართველოს ბანკი“ ექსკლუზიურად ახდენს საქართველოში American Express ბარათების გამოშვებას და სავაჭრო ობიექტების American Express-ის გადახდების ქსელში ჩართვას.

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი ბიზნეს ჯგუფის - „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი ბრენდია, საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში. კომპანია ექსკლუზიურად ახდენს იტალიური საწვავის „აპის“ რეალიზაციას და გამოირჩევა ინოვაციური სერვის პროდუქტებით.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46