სასამართლომ ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დანიშნა

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 21:17

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელზე საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ, სასამართლო პროცესის გამართვის თარიღი გამოაცხადა.

სხდომა 2013 წლის 24 აპრილს, 11:30 საათზე გაიმართება, - ამის სესახებ "ჯეონიუსს" „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ აცნობეს.

როგორც ახალგაზრდა ადვოკატები აცხადებენ, სასამართლო დღემდე გაურკვეველი მიზეზით პროცესის გამართვის კონკრეტულ თარიღს არ ასახელებდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს, სარჩელის შეტანიდან 40 დღე დასჭირდა, რათა სასამართლო პროცესის თარიღი გამოეცხადებინა. სხდომის დროულად ჩატარებას ორგანიზაციის მიერ დაწყებული საბჭოური ანაბრის კვლევის შედეგებისთვის მნიშვნელობა გააჩნია. „ახალგაზრდა ადვოკატები“ გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ სასამართლო სხდომის გამოუცხადებლობა მიზანმიმართული მოქმედება იყო.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში „ახალგაზრდა ფინასისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის – აფბას“ ინტერესებს წარმოადგენს. სასამართლო დავა ეროვნული ბანკის მხრიდან გასაიდუმლოებულ ინფორმაციას შეეხება, რომელიც „ახალგაზრდა ფინანსისტების“ შეფასებით, საჯარო ინფორმაციაა და საჯარო უწყებას მისი ორგანიზაციისთვის მიწოდება ადმინისტრაციული კანონმდებლობით, საჯარო ინფორმაციისათვის დადგენილი 10 კალენდარული დღის მანძილზე უნდა უზრუნველყო. საქმე ეხება „ახალგაზრდა ფინანსისტების“ 2013 წლის 4 თებერვლის მიმართვას ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის სახელზე, რაცა საჯარო დაწესებულებას გაეცა ინფორმაცია 1992–93 წლებში ეროვნული ბანკის მიერ 500–ზე მეტ ორგანიზაციაზე, ჯამში 854 მილიარდი მანეთის და კუპონის გაცემა რომელ ორგანიზაციებზე მოხდა, ამასთან, რა მოცულობის თანხები იქნა გაცემული აღნიშნულ ორგანიზაციებზე სესხად და ვინ იყვნენ მაშინდელი ორგანიზაციის მეპატრონეები.

„ახალგაზრდა ფინანსისტები“ უკვე ერთ თვეზე მეტია 90–იან წლებში განვითარებული ჰიპერინფლაციური პროცესების და მისი გამომწვევი მიზეზების შესწავლას ახდენს, თუმცა ორგანიზაციის მოთხოვნას საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უარით უპასუხა და მიუთითა, რომ „ცნობები იურიდიული და ფიზიკური პირების ანგარიშების ან/და ოპერაციების შესახებ შეიძლება გაიცეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.“

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკის უარი საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, რადგანაც საჯარო უწყებიდან მოთხოვნილ ინფორმაციას „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის თანახმად, ასეთი გრიფირება არ ადევს. ამასთან, „ახალგაზრდა ადვოკატები“ განვმარტავთ, რომ ეროვნული ბანკიდან მოთხოვნილი ინფორმაცია არც კომერციული საიდუმლოების მატარებელია, რადგანაც მისი გამჟღავნება ვერავითარ ზიანს მიაყენებს პირთა კონკურენტუნარიანობას, რადგანაც ორგანიზაციები, რომლებზედაც ეროვნულმა ბანკმა 90–იან წლებში სესხი გასცა, დღეს არ საქმიანობენ. ამასთან, არც ერთი დოკუმენტით არ დასტურდება „ახალგაზრდა ფინანსისტების“ მხრიდან მოთხოვნილი ინფორმაციის კონფიდენციალობის ფაქტი, რითაც შეიძლება დადგინდეს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის უარი საჯარო ინფორმაციის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევაა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ „ახალგაზრდა ფინანსისტების“ ინტერესებს სასამართლოს ყველა ინსტანციაში დაიცავს. ორგანიზაციის ინტერესებს სასამართლოში, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ–ერთი დამფუძნებელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენს. საქმეს მოსამართლე ნათია ბუსკაძე განიხილავს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58