ჩეხეთის დედაქალაქში 22, 23, 24 აპრილს თბილისის დღეები გაიმართება

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 18:26

მიმდინარე წლის 22, 23 და 24 აპრილს ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა, თბილისის დღეებს უმასპინძლებს. პრაღაში “თბილისის დღეები” 22 აპრილს, ოფიციალურად ანსამბლ “ქართული ხმების” კონცერტით გაიხსნება.

ღონისძიებების ფარგლებში პრაღის მერია ძველი თბილისის რეაბილიტაციის ამსახველ ფოტო გამოფენას უმასპინძლებს,

ქალაქის ერთ-ერთ მთავარ მოედანზე ე. მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ჩასაბერ ინსტრუმენტთა ანსამბლი“GEORGIAN BRASS” კონცერტს გამართავს, თითების თეატრი ორ სპექტაკლს წარმოადგენს თეატრ “მინორი”-ში, პრაღის მუნიციპალურ მუზეუმში კი თბილისის მუნიციპალური მუზეუმების თემატური გამოფენა გაიმართება.

2012 წლის ნოემბრის თვეში თბილისში, პრაღის კულტურის დღეები გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იქნა პრაღის ნაციონალური საბალეტო დასის ორი წარმოდგენა, გამოფენა სახელწოდებით “პანორამული პრაღა” , ცნობილი ახალგაზრდა ჩეხი პიანისტის ივო კაჰანიკის კონცერტი და ქუჩის თეატრ V.O.S.A.-ს წარმოდგენები.

პრაღაში “თბილისის დღეების” ჩატარება სწორედ გასულ წელს აღნიშნული ღონისძიებების მიმდინარეობისას ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეთანხმდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.57
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.37
  • 1.51