გია ლორთქიფანიძე ლაფანყურის მოვლენებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს აბსურდულს უწოდებს

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 18:33

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე ლაფანყურის მოვლენებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილ ფაქტებს აბსურდულს უწოდებს. ასევე ლორთქიფანიძე, ანგარიშში ასახულ განცხადებებს ახალი ხელისუფლების მხრიდან ძველი ხელისუფლების მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს.

როგორც ლორთქიფანიძემ სატელეფონო საუბარში „რუსთავი 2“-ს განუცხადა, მისი მხრიდან მოხდა ჩეჩენი მებრძოლების დროზე ადრე გადასვენება, რადგან გაითვალისწინა მათი ტრადიციები და უშუამდგომლა შინაგან საქმეთა მინისტრთან.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, გია ლორთქიფანიძე ჩეჩნების საქართველოში ჩამოყვანაში ყოფილ თანამშრომლებთან - ამირიძესთან და მაისურაძესთან ერთად მონაწილეობდა.

„სახალხო დამცველი სრულიად აბსურდულ რაღაცეებს იძახის. ადამიანის უფლებებს კი არ იცავს, არამედ ცილს წამებს. მთელმა მსოფლიომ და საქართველომ გაიგო, თუ ვინ გარდაიცვალა და როგორ გარდაიცვალა. ჩუმად, როგორ უნდა ყოფილიყო? ერთადერთი რაც იყო, ჩემი პატივისცემით, იმ პერიოდში არ შეიძლებოდა მიცვალებულების გატანა, რადგან არ იყო ექსპერტიზა დამთავრებული და გამოძიება უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა მათი ტრადიციები და თხოვნა გავითვალისწინე და შუამდგომლობა გავუწიე შინაგან საქმეთა მინიტრთან და გავატანე მიცვალებულები“, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

28 აგვისტოს შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ ლაფანყურთან, ლოპოტის ხეობაში შეიარაღებული ჯგუფის ლიკვიდაციის ოპერაცია მიმდინარეობს. შსს იმასაც იუწყებოდა, რომ ჯგუფის წევრები ჩრდილოკავკასიელები იყვნენ. ოპერაციისას ორი ქართველი სპეცრაზმელი და ერთი სამხედრო ექიმი დაიღუპა, ასევე, ოპერაციის დროს ლიკვიდირებული იქნა დაჯგუფების 11 წევრი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5