,,საერთო სასამართლოების შესახებ კანონში’’ განხორციელებული ცვლილებები საქართველოს ევროპასთან დაახლოებს - ნიკოლოზ მჟავანაძე

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 18:27

,,ნაციონალური მოძრაობის’’  განცხადება,  რომ კანონპროექტის  ცვლილებები   ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის დასკვნას და ვილნიუსის სამიტზე ხელს შეუშლის საქართველოს ევროპულ გზას, სრული აბსურდია, - ამის შესახებ ,,უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე აცხადებს.

მისი თქმით, საბოლოოდ მისაღები ცვლილების შედეგად იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფრო დამოუკიდებელი იქნება ხელისუფლების ნებისმიერი შტოსაგან.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში აღარ აირჩევა პარლამენტის წევრები და პრეზიდენტს ვეღარ ეყოლება თავისი წარმომადგენლები, რადგან საბჭოს 6 წევრიდან - პრეზიდენტის მიერ დანიშნულ ორ წევრს და ოთხ დეპუტატს ჩაანაცვლებს იურისტთა აკადემიური წრეების, იურიდიული პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები, რომელთა კანდიდატურების მიწოდება მოხდება, ამავე ორგანიზაციების ხელმძღვანელობის რეკომენდაციის საფუძველზე. ამავე ცვლილებების მიხედვით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 8 ადგილს კვლავ მოსამართლეები დაიკავებენ. ამასთან მიმართებით, თუ აქამდე მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ჰქონდა უფლება წარედგინა მოსამართლეები საბჭოს წევრებად, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აღნიშნული უფლება ჩამოერთმევა და კანდიდატის დასახელების უფლება ყველა მოსამართლეს ექნება მოსამართლეთა კონფერენციის მეშვეობით, ფარული კენჭისყრით და არა დღეს მოქმედი ღია წესით, რაც უზრუნველყოფს მოსამართლეების თავისუფლებას არჩევანის გაკეთებისას", - აცხადებს უფლებადამცველი.

მჟავანაძის განცხადებით, ცვლილება ითვალისწინებს სასამართლოების თავმჯდომარეეების და მათი მოადგილეების, ასევე პალატების და კოლეგიების თავმჯდომარეების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად არჩევის დაუშვებლობას და მათ უფლებამოსილება შეუწყდებათ ახალი წევრების არჩევის დროიდან. თუმცა მათ უფლება ეძლევათ დარჩნენ წევრებად უფლებამოსილების ვადით, თუკი უარს განაცხადებენ სასამართლოში დაკავებულ ადმინისტრაციულ ადგილებზე.

"ჩვენი აზრით, მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნება იმ მოტივით, რომ ექვსი წევრიდან სულ მცირე ორი წევრის არჩევა მოხდეს ორი მესამედით, არის გაუმართლებელი, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევას სჭირდება იგივე ხმათა რაოდენობა, ამიტომ გაუმართლებელია საბჭოს წევრობაზე იგივე ხმის დაწესება", - აცხადებენ "უფლებადამცველთა გაერთიანებაში.

3 აპრილს საქართველოს პარლამენტი უბრუნდება მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით ცვლილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის წესის თაობაზე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61