ქუთაისში საქველმოქმედო სპექტაკლზე მხოლოდ სამი ბილეთი გაიყიდა

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 18:23

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში დღეს ახალგაზრდა მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის მხარდასაჭერად საქველმოქმედო სპექტაკლი  „შემოსავლიანი ადგილი“იმართება, თუმცა 17:30 საათის მონაცემებით, მხოლოდ სამი ბილეთია გაყიდული.

საქველმოქმედო ჩვენება ერთი კვირით ადრე დაიგეგმა და მოწვევა 800–ზე მეტ ადამიანს გაეგზავნა.

„მესხიშვილის თეატრის დასმა გადაწყვიტა მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის მხარდასაჭერად ეთამაშა სპექტაკლი, რომელშიც ახალგაზრდული დასი მონაწილეობს. ახალგაზრდები ეხმარებიან ახალგაზრდებს. ერთი კვირით ადრე გავავრცელე ინფორმაცია მესხიშვილის თეატრის ვებ–გვერდზე. პირველივე დღეს 800 მნახველი ჰყავდა ამ პოსტს, მაგრამ ახლა არის 17:30 საათი და გაყიდულია მხოლოდ სამი ბილეთი. მეუბნებიან, რომ მოვლენ, იმედია, ქუთაისი არ მოიჭრის თავს და არ აჩვენებს გულგრილ დამოკიდებილებას“, – ამბობს მესხიშვილის თეატრის პიარ-მენეჯერი ნანა ქაჯაია.

შეგახსენებთ რომ 26 წლის მსახიობ გიორგი ყორღანაშვილს სიცოცხლის გადასარჩენად ესაჭიროება ურთულესი ოპერაცია – ძვლის ტვინის გადანერგვა. რისთვისაც საჭიროა თითქმის ნახევარი მილიონი აშშ დოლარი.

სპექტაკლი მესხიშვილის თეატრში დღეს 19:00 საათზე გაიმართება. ბილეთის ფასი 2,3 და 5 ლარს შეადგნეს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.94
  • 3.27
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46