საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩევის კუთხით საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შედის

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 18:16

საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, შუალედური არჩევნების დამატებითი ვადების დაწესების მიზნით საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შედის. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები პარლამენტის წევრები ირინე იმერლიშვილი, იოსებ ჯაჭვლიანი და თამაზ ჯაფარიძე არიან.

წარმოდგენილი ცვლილებები იმის საშუალებას იძლევა, რომ საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული წევრების გამოკლების შემთხვევაში, საკრებულოს შემადგენლობა წელიწადში ერთხელ კი არა, როგორც ეს მოქმედი კანონმდებლობითაა გათვალისწინებული, არამედ სამჯერ შეივსოს.

ამგვარად, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, როდესაც საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული, ვადამდე უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრების რაოდენობა სამს მიაღწევს, არჩევნები კანონით დადგენილი წესით ჩატარდება უახლოეს თებერვალში, ივნისში ან ოქტომბერში. მოქმედი კანონით უფლებამოსილება შეწყვეტილთა რაოდენობა ხუთი უნდა ყოფილიყო, არჩევნები კი წელიწადში ერთხელ გამართულიყო. ირინა იმერლიშვილის შეფასებით, ეს საკრებულოს საქმიანობის ეფექტურობის გაზრდასაც შეუწყობს ხელს.

,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ ორგანული კანონის პროექტი დღეს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5