2 აპრილს აუტიზმის მსოფლიო დღე აღინიშნება

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 20:46

2 აპრილს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნება. საქართველოში აუტიზმის საზოგადოება მესამედ აღნიშნავს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეს.

ამ დღის აღნიშვნის მიზანია, საზოგადოების გააქტიურება და შეხსენება იმისა, რომ ჩვენ გვერდით არიან ადამიანები, ვისაც ჩვენი ყურადღება და დახმარება ჭირდებათ. მათ უნდა იგრძნონ, რომ ისინიც ჩვენი საზოგადოების ნაწილინი არიან.

აუტიზმი განვითარების შეფერხებაა. ის მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის პრობლემებით. აუტისტ ბავშვს პრობლემები აქვს სოციალურ განვითარებაში, ქცევაში, მეტყველებაში, ვერ ამყარებს ურთიერთობას თანატოლებთან. აუტიზმის მძიმე ფორმას ახასიათებს გარემოს მიმართ გულგრილობა. აუტიზმის სიმპტომები და მახასიათებლები შეიძლება სხვადასხვა კომბინაციებით გამოვლინდეს. 

აუტიზმით დაავადებულ ადამიანებს ხშირად შეუძლიათ კონკრეტულ სფეროში ძალზე დიდ წარმატებას მიაღწიონ. საზოგადოება კი ვალდებულია, იყოს ინფორმირებული ამ დაავადების შესახებ და არ მოახდინოს აუტისტთა დისკრედიტაცია.

 მსოფლიოში ყოველ 20 წუთში ერთ ადამიანს უდგინდება აუტიზმი, ხოლო საქართველოში ჩატარებული კვლევების მიხედვით, 110 ბავშვიდან ერთი აუტიზმითაა დაავადებული.

 2007 წლის 18 დეკემბერს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.12
  • 3.51
  • 0.05
  • 0.68
  • 1.5