თბილისში წითელას დაავადების 400-მდე შემთხვევა დაფიქსირდა

ორშაბათი, 01 აპრილი, 2013 - 17:46

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის ხათუნა ზაკაშვილის განცხადებით, ბოლო მონაცემებით საქართველოში წითელას დაავადებით რეგისტრირებულია 500-ზე მეტი შემთხვევა, სადაც 400-მდე დაავადებული თბილისში დარეგისტრირდა.

„წითელას შემთხვევებმა საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში გავრცელება დაიწყო თებერვლის თვიდან, თუმცა პირველი შემთხვევები გამოჩნდა იანვრის მეორე-მესამე კვირიდან, რის შემდეგ შემთხვევების რაოდენობამ სწრაფად მოიმატა. დღეისთვის საქართველოში რეგისტრირებულია 500-ზე მეტი შემთხვევა, აქედან თბილისში 400-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული.

წითელას, წითურას და ყბაყურას აცრა საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო. ბოლოს საქართვლოში 2004-2005 წლებში წითელას 8000 შემთხვევა დაფიქსირდა, სადაც ცხრა ლეტალური შემთხვევით დასრულდა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.95
  • 3.35
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46